უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში კვიპროსულ “აპოლონთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ვარშავის “ლეგიას” მთავარმა მწვრთნელმა იან ურბანმა განაცხადა, რომ ვლადიმერ დვალიშვილის სათამაშო ფორმაზე არ ნერვიულობს.
“მის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით მშვიდად ვარ. თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, უნდა გავიმარჯვოთ. არაა საჭირო ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ ვინ დაგვაკლდა. ეს, ჩემთვის ახალი სიტუაცია არაა. ასეთი რამ ადრეც ყოფილა და ტრავმირებულების შემცვლელები მოგვიძებნია. სხვებიც არანაკლებ თამაშობენ”, – იუწყება ურბანის სიტყვებს პოლონური ინტერნეტგამოცემა sport.pl-ი.
“მწყობრში ვარ და თამაში შემიძლია. თუმცა, რა თქმა უნდა, მწვრთნელი გადაწყვეტს სასტარტო შემადგენლობაში დამაყენებს, თუ არა”, – თქვა დვალიშვილმა, რომელმაც პირველ ტურში რომში “ლაციოს” წინააღმდეგ იმიტომ ვერ ითამაშა, რომ მატჩამდე გამართულ ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაეჭიმა.
სხვათა შორის, “ლეგიას” შეტევის ხაზში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დვალიშვილს სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს. საქმე ისაა, რომ ქართველის მთავარმა კინკურენტმა მარეკ საგანოვსკიმ, მუხლის ტრავმა მიიღო და 6 თვე ვერ ითამაშებს. მიქაელ ეფირმა, რომელიც “ლეგიას” აკადემიაშია აღზრდილი და ერთ-ერთ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება, ჯვარედინი მყესები დაიზიანა. რაც შეეხება 20 წლის ფორვარდ პატრიკ მიკიტას, ეს უკანასკნელი ჯანმრთელია, მაგრამ გამოცდილება არ ჰყოფნის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ამ მწვრთნელს, ჰერტას მწვრთნელის არ იყოს შიგ აქვს, ძალიან გთხოვთ ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის მაგრამ ზოგჯერ სიმართლის დაწერა მოითხოვს ცენზურის დარღვევას, აბა ამის გოლებით გავიდნენ იქამდე და ამის უთამაშებლობა შეიძლებაააა
წადი სადმე ბუნდესლიგაში მაინც აუ შეთავაზება მაინც ქონდეს თუნდაც ვოლფსბურგის,აინტრახტის დონის გუნდისგან მის ადგილზე ეგრევე მოვხევდი არ უფასებენ რასაც კლუბისთვის აკეთებს აბა ამის ზამენაზე დასმა შეიძლებოდა სტიაუასტან? ზამენაზე კიარა განაცხადს მიღმა დატოვა იმ ბო...მა ტრენერმა :@
აბა ლადოს ისღა დარჩენია გოლები გაიტანოს და კაციშვილი ვეღარ ამოაგდებს სასტავიდან
D
იქ კი მაგრამ ნაკრებში როდის გაიტან ჯიგარო
ლადო კი არა ნაკრებში თავდამსხმელები როდის გაიტანენ გოლებს და საერთოდ როდის დავიწყებთ გოლების გატანას
ერთი შოთას მსგავსი მაინც , ქინქლაძის ნაირი ... და ყიფიანის : დდ 20-21 წლისები რომ იყვნენ ... მინიმუმ 10 წელი გვასიამოვნებენ
)
აწყობია საქმე და ეგაა
არადა ბლომად გაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლები... წარმატებები ლადო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!