ფეხბურთი

15:31 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლეგიამ" უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა

უეფას გადაწყვეტილება ვარშავის "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთასთან დაკავშირებით, პოლონურმა კლუბმა ოფიციალურად გაასაჩივრა.

მოგეხსენებათ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პოლონელებმა გლაზგოს "სელტიკი" ორი მატჩის ჯამში 6:1 (4:1, 2:0) დაამარცხა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მეორე შეხვედრის 87-ე წუთზე ვარშაველები დაუფიქრებლად მოიქცნენ და მოედანზე ბარტოშ ბერეშინსკი გამოიყვანეს, რომელსაც გასულ სეზონში ევროპის ლიგაზე მიღებული სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოხდილი არ ჰქონდა. შედეგად - უეფამ “ლეგია” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა.

მიუხედავად შოტლანდიური კლუბის განადგურებისა, შემდეგ ეტაპზე "სელტიკი" გავიდა, ხოლო უეფამ "ლეგიას" ევროპის ლიგის პლეი ოფით დაამშვიდა.

უეფას სააპელაციო კომიტეტი "ლეგიას" საჩივარს ოთხშაბათს განიხილავს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, პოლონური კლუბი ქართველმა თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა დატოვა.

გიორგი ბალახაძე

 

თეგები“ლეგია”
0.112053