ფეხბურთი

16:42 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული ჟილმარი გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარე ჟილმარი 83 წლის ასაკში გულის შეტევით სან-პაულუში გარდაიცვალა.

ჟილმარმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა კლუბ “ჟაბაჩუარაში” დაიწყო, საიდანაც 1951 წელს “კორინთიანსში” გადავიდა, რომლის რიგებშიც 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. ამის შემდეგ მან “სანტოსს” მიაშურა, სადაც ორ-ორჯერ კოპა ლიბერტადორესი და საკონტინენთაშორისო თასი მოიგო.

ჟილმარმა 1953-1969 წლებში ბრაზილიის ნაკრებში 94 მატჩი ჩაატარა. ეროვნულ გუნდთან ერთად მან 1958 და 1962 წლებში მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. 1953, 1957 და 1959 წლებში, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ ამერიკის თასზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა.


0.131675