მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი “მაიამი ჰითიდან” “კლივლენდ კავალიერსში” ბრუნდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად კალათბურთელმა გააკეთა.
“არავინ იფიქროს, რომ ერიკ სპოელსტრასთან ან პეტ რაილისთან უთანხმოება მქონდა. უბრალოდ, ოჰაიოსთან სხვა დამოკიდებულება გამაჩნია და ადრეც მქონდა ნათქვამი, რომ როდესღაც “კლივლენდს” დავუბრუნდებოდი. ცხადია, ქომაგებს მომავალ სეზონშივე ჩემპიონობას ვერ დავპირდები, თუმცა, “კავალიერსთან” ერთად, გრძელი გზის გასავლელად მზად ვარ”, - აღნიშნა “მეფე ლებრონმა”.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმსმა კარიერის სტარტზე 7 წელი სწორედ კლივლენდელთა რიგებში გაატარა, მომდევნო 4 წელი კი “მაიამი ჰითში” ირიცხებოდა და 2-ჯერ ნბა-ს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.