კალათბურთი

10:50 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი და "მაიამის"' ზედიზედ 24-ე გამარჯვება

ერიკ სპოელსტრა და მისი '"მაიამი" აგრძელებენ წარმატებით სვლას და ჯიუტად უტევენ "ლეიკერსის" მიერ 1970-71 წლებში დამყარებულ ნბა-ს საყოველთაო რეკორდს - ზედიზედ 33 მოგებას. "ჰიტმა" დღს გამთენიისას დაძაბულ ბრძოლაში, დაუჯერებლად რთული მატჩი შემოატრიალა კლივლენდში, მესამე მეოთხედის მიმდინარეობისას აგებდა რა "კავალიერსთან" 27 ქულას, თუმცა ლებრონ ჯეიმსის მონდომებისა და მისი სამმაგი დუბლის ხარჯზე სტუმრებმა მოახერხეს მობილიზება და მიმდინარე რეგულარულში ზედიზედ 24-ე გამარჯვება იზეიმეს 98:95.

მასპინძლები მატჩს უდიდესი დანაკლისით შეხვდნენ. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო "კლივლენდს" სამი მთავარი მექულე აკლდა: ანდერსონ ვარეჟაო, კაირი ირვინგი და დერონ ვეიტერსი. მაგრამ მიუხედავად მათი არყოფნისა "კავალიერზი" პირველივე წუთებიდანვე ეკვეთა მეტოქეს და თავბრუ დაახვია სწრაფი ტემპით. თითქმის შეუცდომლად ისროდნენ მეტოქის კალათისაკენ ტომფსონი და ელინგტონი, სამწამიანში კარგი იყო ზელერი, თავისმხრივ ლივინგსტონმაც მშვენივრად გაართვა თავი გუნდის სათამაშო ტემპის კონტროლს, რის შედეგადაც "მაიამიმ" პირველ ტაიმში საკუთარ კალათში 55 ქულა მიიღო, თვითონ კი მხოლოდ 34 ჩააგდო.

შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზეც დომინირებდნენ მასპინძლები, მესამე მეოთხედის დაწყებიდან 4:16 წუთის შემდეგ "კლივლენდის" ცენტრ ზელერს სამქულიანი შეტევა გამოუვიდა, რის შემდეგაც "მაიამის" ჩამორჩენა კოლოსალური გახდა 40:67. ერიკ სპოელსტრამ კიდევ ერთი ტაიმ აუტი აიღო და გუნდს საკმაოდ "მძიმე" სიტყვებით შეახსენა, რომ ისინი ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონები იყვნენ და ასეთი თამაში სამარცხვინო იყო. ფსიქოლოგიურმა გაკვეთილმა სრულიად გაამართლა. შედეგიანად ამუშავდა "დიდი" ტრიო. მათ ასევე საკმაო დახმარება გაუწიათ "ჰიტის" ძირითადმა გამთამაშებელმა მარიო ჩელმერსმა, რომელიც "სუპერმარიოს" ფუნქციებს ნამდვილად ასრულებდა. "კლივლენდის" უპირატესობამ" სწრაფი ტემპით დაიწყო დნობა და უკანასკნელი მეოთხედის დასრულებამდე 10:28 წუთით ადრე ლებრონ ჯეიმსის ზუსტი ტყორცნის შედეგად ანგარიში გათანაბრდა 77:77. გასული სეზონის ტრიუმფატორებმა აკრეფილი ტემპი აღარ დააგდეს და უკვე სტაბილურად ინარჩუნებდნენ 4-5 ქულიან ჰანდიკაპს, თუმცა მატჩის მიწურულს "კლივლენდმა" კიდევ ერთხელ გაიბრძოლა - საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე ტრისტან ტომფსონმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა 95:96. დარჩენილ მცირე დროში ჯეიმსმა მასზე აღებული ტაქტიკური ფოლის შედეგად ორი ქულა მოიპოვა, თამაშის ოვერტაიმში გადამყვანი სამქულიანი კი სი ჯეი მაილსმა ააცილა და "მაიამიმ" კიდევ ერთი მატჩი მოიგო 98:95.

შეხვედრის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც თავი სამმაგი დუბლით გამოიჩინა (მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე) 25 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა.

"ატლანტა" ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას გარეშეც აგრძელებს წარმატებულ სვლას. მან ამჯერად საკუთარ არენაზე  8 ქულიანი სხვაობით დაამარცხა "მილუოკი ბაქსი" 98:90 და მიმდინარე რეგულარულში რიგით 38-ე გამარჯვება იზეიმა. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მასპინძლებმა სათამაშო ტემპს უმატეს, მათ მომდევნო 2 პერიოდი  დამაჯერებლად მოიგეს და უკანასკნელ მეოთხედს 18 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებიათ შეხვედრის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. "ჰოუქსის"  გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს ჯეფ ტიგმა, ჯო სმიტმა და ალ ჰორფორდმა. სამივე მათგანის მონაგარი ორმაგ დუბლს გაუტოლდა.

ტიმ დანკანი მეორე ახალგაზრდობას განიცდის. მისი "სან ანტონიო" ტეხასში "გოლდენ სტეიტს" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი, 11 ქულიანი სხვაობით იმარჯვა 104:93. კვლავ შეუდარებელი გახლდათ "სპურსის" უბერებელი მძიმე ფორვარდი, რომლის მონაგარი 25ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 4 დაფარება გახლდათ. დღევანდელი წარმატების შემდეგ გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილმა გუნდმა კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა დასავლეთ კონფერენციაში, ვინაიდან მათმა უშუალო კონკურენტმა "ოკლაჰომამ" ოვერტაიმში დათმო მატჩი "მემფისთან" 89:90. "თანდერის" კალათბურთელებმა ვერაფერი მოუხერხეს "გრიზლის" მრისხანე წინა ხაზს, ზაკ რენდოლფმა და მარკ გასოლმა ჯამში 29 ქულა და 33 მოხსნა მოაგროვეს.       

 

შარლოტი - ტორონტო 107:101 (22:26, 31:22, 21:23, 33:30)

შარლოტი: ვოკერი (14), ჰენდერსონი (21),ბიიომბო (4), მაკრობერტსი (12+12მ), კიდ-გილკრისტი (2); პარგო (11), მულენსი (25), გორდონი (16),ტეილორი (2)

ტორონტო: ლოური (18), დეროზანი (19),ვალანჩუნასი (18), გეი (25), ჯონსონი (8); როსი (4), ანდერსონი (4), ლუკასი, ფილდსი (2), ტელფაირი (3)

 

კლივლენდი - მაიამი 95:98 (32:24, 23:10, 22:34, 18:30)

კლივლენდი: ლივინგსტონი (14), ელინგტონი (20), ზელერი (12+11მ),  ტომფსონი (18), ჯი (10); მაილსი (10),ვოლტონი (2), სპეიტსი (4),კასპი, გიბსონი (5)

მაიამი: ჩელმერსი (17), ვეიდი (11), ბოში (11), ჯეიმსი (25+12მ+10პ), ჰასლემი (6); ალენი (10), ანდერსენი (7), კოული, ბეტიე (11)

 

ნიუ იორკი - ორლანდო 106:94 (26:15, 25:31, 32:19, 23:29)

ნიუ იორკი; პრიჟიონი (6), ფელტონი (7), მარტინი (11), შამპერტი (7), ენტონი (21); სმიტი (22), კოუპლენდი (9), კემბი, კიდი (5), ნოვაკი (11), ვაითი (7)

ორლანდო: ნელსონი (6), მური (5), ჰარისი (14), ჰარკლესი (11),ვუჩევიჩი (), აფლალო (4); ოქვინი (12),ნიკოლსონი (14), უდრიხი (13)

 

ატლანტა - მილუოკი 98:90 (18:18, 30:25, 29:16, 21:31)

ატლანტა: ტიგი (27+11პ), ჰორფორდი (26+15მ), სმიტი (12+16მ), კორვერი (9), ჰარისი (15); ჯენკინსი (4), ჯონსონი (4), სტივენსონი (1), ტოლივერი

მილუოკი: ჯენინგსი (21), ელისი (5),სანდერსი (19), დალამბერი (2), დანიელსი (6); დანლივი (10), იუდო (3), რედიკი (18), ჰენსონი (6)

 

მემფისი - ოკლაჰომა 90:89 (21:15, 23:23, 14:19, 25:26, 7:6)

მემფისი: კონლი (24), ალენი (8), გასოლი (14+15მ), რენდოლფი (15+18მ), პრინსი (7); როტენი (2), ბეილისი (20), დევისი

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (20), სეფალოშა (5), პერკინსი (2+16მ), იბაკა (2), დურანტი (32); მარტინი (17), კოლისონი (4), ტაბიტი, ფიშერი, ჯექსონი (7)

 

ნიუ ორლეანი - ბოსტონი 87:86 (22:31, 23:24, 22:12, 20:19)

ნიუ ორლეანი; გორდონი (18), ვასკესი (13), ლოპესი (4), დევისი (9), ამინუ (4); ტომასი (), ანდერსონი (21), ამუნდსონი (4), მილერი (2), რობერტსი (12)

ბოსტონი: ლი (5), ბრედლი (5), გარნეტი (20), ბასი (11), პირსი (28); ვილკოქსი, გრინი (13), ტერი, კროუფორდი (4)

 

ჰიუსტონი - იუტა 100:93 (25:17, 27:16, 28:28, 20:32)

ჰიუსტონი: ლინი (24), ჰარდენი (29), აშიკი (9), მოტეიუნასი (5), პარსონსი (10); რობინსონი (4),დელფინო (9), ბევერლი (7), სმიტი (3)

იუტა: მო. უილიამსი  (4), ფოი (7), ჯეფერსონი (18), მილსაპი (16), ჰაივარდი (27); მა. უილიამსი (2), ტინსლი (3), ბარქსი (11), ფეივორსი (5), კანტერი

 

დალასი - ბრუკლინი 96:113 (32:22, 19:29, 26:34, 19:28)

დალასი: მ.ჯეიმსი (12), მეიო (9), კამანი (14), კრაუდერი (10), ნოვიცკი (16); რაიტი (9),კარტერი (8), მორროუ (6), ბრენდი (4),კოლისონი (8)

ბრუკლინი: უილიამსი (31), ჯონსონი (9), ლოპესი (38+11მ), ევანსი (4), ვოლესი (7); ბლაჩი (14),ვოტსონი (1), ბოგანსი (9), ბრუქსი, ტელეტოვიჩი

 

სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 104:93 (22:22, 38:25, 19:23, 25:23)

სან ანტონიო: ჯოზეფი, გრინი (9), ლეონარდი (9), სპლიტერი (17), დანკანი (25+13მ+6პ+4დ); ჯექსონი (8), დიაუ (4), ჯინობილი (16), ბონერი (6), დე კოლო (10),

გოლდენ სტეიტი: კარი (24), ტომპსონი (9), ბოგატი (4), ლი (10+12მ), ბარნსი (13); ბაზემოური (5), ლენდრი (10), ჯეკი (14), გრინი (4)

 

ფინიქსი - ვაშინგტონი 79:88 (26:25, 19:34, 20:15, 14:14)

ფინიქსი: დრაგიჩი (18+11პ), ჯონსონი (18), ონილი (12), მარკიფ მორისი, ტაკერი (10); სკოლა (11), ჰადადი (2), ბრაუნი (4), ბისლი (4)

ვაშინგტონი: ვოლი (19), კოლინსი, ნენე (17), ვებსტერი (13), ტემპლი; სერაფინი (16), ბილი (6), ბუკერი (3), არიზა (14)

 

კლიპერსი - ფილადელფია 101:72 (20:20, 26:16, 28:22, 27:14)

კლიპერსი: პოლი (19), გრინი (13), ჯორდანი (6), გრიფინი (7), ბატლერი (14); კროუფორდი (12), ოდომი (3), ჰოლინზი (10), ვეინსი (9), სამერსი (2), ბარნსი (6)

ფილადელფია: ჰოლიდეი (2), ვილკინსი (4), თ. იანგი (13), თერნერი (12), ჰოუსი (16); რაიტი (8), ჯენკინსი (4), აივი (7), ნ.იანგი (6)

 

 დასავლეთ კონფერენცია

1.         სან ანტონიო                68       52      3       3        16       7103:6556       0.765    
2. 69 50 4 2 19 7342:6717 0.725
3. მემფისი 67 46 4 1 21 6258:5978 0.687
4. კლიპერსი 69 47 0 1 22 6954:6498 0.681
5. დენვერი 69 47 4 1 22 7319:6979 0.681
6. გოლდენ სტეიტი 70 39 2 2 31 7031:7016 0.557
7. ჰიუსტონი 68 37 0 3 31 7233:7013 0.544
8. ლაიკერსი 69 36 2 0 33 7045:6973 0.522
9. იუტა 68 34 3 2 34 6649:6703 0.500
10. დალასი 68 32 1 8 36 6899:6956 0.471
11. პორტლენდი 67 31 5 1 36 6586:6682 0.463
12. მინესოტა 65 23 1 1 42 6136:6359 0.354
13. საკრამენტო 68 24 0 4 44 6778:7126 0.353
14. ნიუ ორლეანი 69 23 1 3 46 6481:6745 0.333
15. ფინიქსი 69 23 3 2 46 6514:6925 0.333

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1.          მაიამი                        67       53      5        1       14        6926:6424       0.791   
2. ინდიანა 68 42 2 3 26 6421:6103 0.618
3. ნიუ იორკი 66 40 0 1 26 6522:6333 0.606
4. ბრუკლინი 68 40 5 0 28 6516:6418 0.588
5. ატლანტა 68 38 4 1 30 6638:6597 0.559
6. ჩიკაგო 66 36 3 2 30 6123:6089 0.545
7. ბოსტონი 67 36 7 4 31 6433:6407 0.537
8. მილუოკი 67 34 3 2 33 6634:6708 0.507
9. ფილადელფია 67 26 2 1 41 6186:6453 0.388
10. ტორონტო 68 26 2 7 42 6632:6747 0.382
11. ვაშინგტონი 67 24 0 5 43 6217:6378 0.358
12. დეტროიტი 69 23 0 3 46 6506:6823 0.333
13. კლივლენდი 68 22 0 1 46 6628:6885 0.324
14. ორლანდო 69 18 0 3 51 6506:6966 0.261
15. შარლოტი 68 16 3 1 52 6346:7005 0.235

 

0.202621