კიდევ ერთ ელიტური ქორწილი გაიმართა სპორტის სამყაროში. ამჯერად ნბა-ს ორგზის ჩემპიონმა, “მაიამი ჰიტის” კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა იქორწინა. ლებრონის რჩეული, მისი სკოლისდროინდელი შეყვარებული და დიდი ხნის მეგობარი სავან ბრინსონია..
ქორწილი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და პაპარაცებს რომ ვერტმფრენიდან ფოტო არ გადაეღოთ, სტუმრები სპეციალური ტენტის ქვეშ იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის გაარკვიეს, რომ ქორწილში ჯეიმსის ორი უახლოესი მეგობარი და თანაგუნდელი კრის ბოში და დუეინ უეიდი ნამდვილად იმყოფებოდნენ.