კალათბურთი

11:31 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსის 35-ე სამმაგი დუბლი და იოლი გამარჯვება "ფილადელფიასთან"

"მაიამი" აგრძელებს საკუთარი დომინაციის დემონსტრირებას რეგულარულ გათამაშებაში. დღეს მოქმედმა ჩემპიონებმა სტუმრად ძალზედ იოლად დაამარცხეს "ფილადელფია" 24 ქულიანი სხვაობით 114:90.
"ჰიიტი" პირველივე წუთებიდან დაეუფლა უპირატესობას და მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ როცა დასჭირდებოდა მაშინ მოუმატებდა ერიკ სპოელსტრას გუნდი. შეუდარებლად კარგად თამაშობდა დუვეინ ვეიდი, რომელმაც თამაშიდან 18 ბურთი ტყორცნა და აქედან 14 ზუსტად მოათავსა, მან 7-დან 5 საჯარიმოც ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით ჩაამთავრა, თავისმხრივ ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 35-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა 16 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "მაიამის" არ გასჭირვებია სეზონში 39-ე გამარჯვების მოპოვება.
"ინდიანამ" ბოლო ორ დღეში მეორედ დაამარცხა "დეტროიტ პისტონზი". ამჯერად "პეისერსმა" ბრწყინვალე დაცვის დემონსტრირება წარმოადგინა, საკუთარ კალათში მხოლოდ 72 ქულა მიიღო, საპასუხოდ 90 ჩააგდო და კიდევ უფრო განიმტკიცა მეორე საფეხური აღმოსავლეთ კონფერენციაში. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ფრენკ ვოგელის გუნდს  მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდის უდავო ლიდერი დენი გრეინჯერი, რომელმაც ჯერჯერობით სიმბოლური დრო მიიღო სათამაშოდ.
ზაზა ფაჩულია და მისი "ატლანტა" აგრძელებენ წარმატებულ სვლას პლეიოფისაკენ. დღეს გამთენიისას "ჰოუქსმა" უაღესად დაძაბულ ბრძოლაში, გასვლაზე დაამარცხა "მილუოკი" 103:102 და მიმდინარე რეგულარულში 31-ე გამარჯვება იზეიმა.
ქართველი ცენტრი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩში და 20 წუთი დაყო პარკეტზე. ამ დროის განმავლობაში ზაზა ერთ ერთი საუკეთესო გახლდათ და მან რვაჯერ შეძლო მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა. ფაჩულიამ შეხვედრა 3 ქულით (1-5 ორქულიანი, 1-2 საჯარიმო), 11 მოხსნით, 2 შედეგიანი პასით და ერთი ჩაჭრით დახურა.
უშუალოდ მატჩი კი ძალზედ დაძაბულად წარიმართა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა სერიოზული ჰანდიკაპით ანგარიშში წინ გასვლას. "მილუოკი" თავიმხრივ ძირითად აქცენტს უკანახაზელთა შეტევაზე აკეთებდა,კარგად გამოიყურებოდა მათი ახალწვეული ჯეი ჯეი რედიკი, რომელმაც 16 ქულა მიითვალა. "ატლანტა" კი შეტევაში ძირითადად ჯოშ სმიტისა და ალ ჰორფორდის იმედად გახლდათ. გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედის ბოლო წამებზე გადაწყდა. საფინალო სირენამდე 10,8 წამით ადრე მონტა ელისი დრიბლინგით შევიდა მეტოქის სამწამიან ზონაში, სადაც სისწრაფის ხარჯზე გაცდა ჯოშ სმიტს და ორი ქულა მიითვალა - 102:101 მასპინძელთა სასარგებლოდ. დარჩენილ მცირე დროში დომინიკელმა მძიმე ფორვარდმა ჰორფორდმა საკუთარ თავზე აიღო თამაში და უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო ახლო დისტანციიდან ნახევარბრუნში, რომელიც საბოლოო გამარჯვების მომტანი გამოდგა 103:102.
მატჩის გმირი რაღათქმაუნდა ჰორფორდი გახდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, დღეს მისი მონაგარი 23 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ შოტი გახლდათ. იგი უკვე ზედიზედ 5 მატჩია ოცზე მეტ ქულას აგროვებს და ეს მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "ატლანტა"(31-23) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს ინარჩუნებს, ხოლო საკუთარ სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მეორეა.

მილუოკი - ატლანტა 102:103 (27:19, 26:35, 27:22, 22:27)
მილუოკი: ჯენინგსი (11), ელისი (14+10პ),სანდერსი(12+19მ), მბა მოუტე (6),ილიასოვა (19); რედიკი (16), დანლივი (9), ჰენსონი (11), დალამბერი (4)
ატლანტა: ტიგი (23), ჰორფორდი (23+11მ), ტოლივერი (3), სმიტი (15+13მ), ჰარისი (21); ჯენკინსი (9), ფაჩულია (3),კორვერი (6), ჯონსი

ფილადელფია - მაიამი 90:114 (24:27, 23:29, 24:31, 19:27)
ფილადელფია: ჰოლიდეი (21), ნ. იანგი (19),ალენი (6), თერნერი (16), ჰოუსი (2); პარგო (7), რაიტი (17), აივი, ბრაუნი (2)
მაიამი: ჩელმერსი (14), ვეიდი (33), ბოში (13), ჯეიმსი (16+10მ+11პ), ჰასლემი (4); ალენი (12), კოული (12), ენტონი (2), ბეტიე (6), ანდერსონი (2)

ვაშინგტონი - ჰიუსტონი 105:103 (22:32, 24:25, 31:26, 28:20)
ვაშინგტონი: ვოლი (12+11პ), ოკაფორი (17+11მ), ნენე (8), ვებსტერი (12), ბილი (21); ბუკერი (5), სინგლეტონი (4), მაკი, არიზა (18), პრაისი (5)
ჰიუსტონი: ლინი (5), ჰარდენი (27), აშიკი (5), დელფინო (12), პარსონსი (24); ბევერლი (15), სმიტი (1), მოტეიუნასი (11), ანდერსონი (3), ჯონსი

შარლოტი - დენვერი 99:113 (29:31, 25:29, 20:23, 25:30)
შარლოტი: ვოკერი (24), ჰენდერსონი (19), ბიიომბო (9), მულენსი (4), კიდ-გილკრისტი (12); სეშენსი (9),გორდონი, ტეილორი (18), ადრიენი (4)
დენვერი: ლოუსონი (20), იგუადალა (13+10პ), კუფოსი (8), ფარიდი (15), გალინარი (6); მილერი (8), ბრიუერი (14), მაკგი (11), რენდოლფი (1), ჩენდლერი (11)

ორლანდო - კლივლენდი 94:118 (25:26, 26:25, 21:28, 22:39)
კლივლენდი: ირვინგი (12), ვეიტერსი (12),ზელერი (16),  ტომფსონი (2), ჯი (17); მაილსი (16),ვოლტონი (2), სპეიტსი (18), ელინგტონი (15), ლივინგსტონი (4), ჯონსი (4)
ორლანდო: მური (12), ნიკოლსონი (8), ჰარკლესი (13), ვუჩევიჩი (6), აფლალო (16); ოქვინი (6),უდრიხი (10), სმიტი (),ლემბი, ჯონსი (9), ჰარისი (14)

დეტროიტი - ინდიანა 72:90 (9:16, 19:23, 20:24, 24:27)
დეტროიტი: სტაკი (11), სინგლერი (2), მონრო (12+12მ), მაქსიელი (4), კალდერონი (13); კრავცოვი, მიდლეტონი (9), ბაინამი (15), ვილიანუევა (5),ინგლიში (1)
ინდიანა: ჰილი (17), სტივენსონი (5), ჰიბერტი (10), ვესტი (16), ჯორჯი (12); ტ. ჰენსბრო (9), მაინმი (7), ჯონსონი (2), ოგუსტინი (10)

კლიპერსი - იუტა 107:94 (25:23, 26:26, 36:20, 20:25)
კლიპერსი: პოლი (11), ბილაფსი (8), ჯორდანი (7), გრიფინი (18), ბატლერი (21); კროუფორდი (12), ოდომი (18), ჰოლინზი, ბლედსოუ (4), ბარნსი (8)
იუტა: ტინსლი, ფოი, ჯეფერსონი (16), მილსაპი (19), მა. უილიამსი; ვოტსონი (2), ფეივორსი (7), კანტერი (15), კეროლი, ჰაივარდი (23), ბარქსი (12)

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო 57 44 13 5951:5471 0.772
2. ოკლაჰომა 55 40 15 5866:5389 0.727
3. კლიპერსი 58 40 18 5822:5457 0.690
4. მემფისი 54 36 18 5059:4855 0.667
5. დენვერი 57 35 22 5997:5789 0.614
6. გოლდენ სტეიტი 55 32 23 5567:5577 0.582
7. იუტა 56 31 25 5516:5534 0.554
8. ჰიუსტონი 58 31 27 6168:6001 0.534
9. ლეიკერსი 56 27 29 5712:5655 0.482
10. დალასი 54 25 29 5485:5539 0.463
11. პორტლენდი 55 25 30 5328:5495 0.455
12. მინესოტა 52 20 32 4961:5075 0.385
13. ნიუ ორლეანი 56 19 37 5274:5450 0.339
14. საკრამენტო 56 19 37 5439:5834 0.339
15. ფინიქსი 56 18 38 5305:5616 0.321

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 53 39 14 5464:5087 0.736
2. ინდიანა 56 35 21 5248:5009 0.625
3. ნიუ-იორკი 52 32 20 5206:5011 0.615
4. ბრუკლინი 56 33 23 5351:5328 0.589
5. ჩიკაგო 55 32 23 5109:5008 0.582
6. ატლანტა 54 31 23 5260:5218 0.574
7. ბოსტონი 55 29 26 5285:5279 0.527
8. მილუოკი 54 26 28 5277:5336 0.481
9. ფილადელფია 53 22 31 4884:5072 0.415
10. ტორონტო 56 23 33 5457:5524 0.411
11. დეტროიტი 58 22 36 5494:5643 0.379
12. კლივლენდი 55 18 37 5362:5561 0.327
13. ვაშინგტონი 54 17 37 4969:5168 0.315
14. ორლანდო 56 15 41 5252:5587 0.268
15. შარლოტი 56 13 43 5255:5755 0.232



გიორგი ბარბაქაძე

0.117063