"მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მეოთხედ აღიარეს ნბა-ს რეგულარული გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
გამოკითხული 121 სპორტული ჟურნალისტიდან 120-მა პირველი ადგილი ლებრონს მიაკუთვნა, ჯამში ჯეიმსმა 1207 ქულა დააგროვა და უდიდესი სხვაობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ კევინ დურანტს (765). მესამე საფეხურით დაკმაყოფილდა "ნიუ იორკის" ფორვარდი კარმელო ენტონი (475), მეოთხე კრის პოლია (289), ხოლო საუკეთესოთა ხუთეული ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა შეკრა (184).
ლებრონ ჯეიმსის ამ წარმატებამდე, ნბას ისტორიაში მხოლოდ ბილ რასელს ჰქონდა 5 სეზონში MVP-ის 4 ტიტული მოგებული (1961, 62, 63, 65 წლებში).