"მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და "ოკლაჰომას" ლიდერი კევინ დურანტი ნბა-ს გასული თვის საუკეთესო მოთამასეებად დასახელდნენ - იტყობინება nba.com
ლებრონის "ჰიტმა" გასულ თვეში 18 მატჩი გამართა და 17-ში გამარჯვება იზეიმა, ჯეიმსისათვის კი თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტული უკვე რიგით მეხუთეა ამ სეზონში. მარტსი მისი საშუალო მონაგარი ასე გამოიყურებოდა 25,8 ქულა, 8,2 მოხსნა და 7,4 შედეგიანი გადაცემა. ამასთან ერთად იგი მეტოქის კალათს 54% სიზუსტით უტევდა.
"თანდერმა" კევინ დურანტის დახმარებით მოგება-წაგების ბალანსში 12:5 დააფიქსირა. "ოკლაჰომას" ფორვარდი კი დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობდა საშუალოდ მატჩი აღებული ქულების რაოდენობით (27,6 ქულა), ასევე აგროვებდა 8,5 მოხსნას და 3,8 გადაცემას. გასული თვის განმავლობაში კევინმა შვიდი "ოცდაათქულიანი" მატჩი ჩატარა.