კალათბურთი

22:25 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლეანდრო ბარბოსა სეზონის ბოლომდე დაიმტვრა

"ბოსტონ სელტიქსში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება. "შარლოტთან" დაპირისპირებისას (91:94) მესამე მეოთხედის ბოლოს დაიმტვრა "მწვანეთა" ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო ბარბოსა. როგორც მატჩისშემდგომ გამოკვლევებმა აჩვენეს კალათბურთელს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი და გუნდს სეზონის ბოლომდე დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ ამდაგვარი ტრავმის გამო "ბოსტონმა" გასულ თვეში უკვე დაკარგა რაჟან რონდო.

 

გიორგი ბარბაქაძე

 

 

 

0.120084