ფეხბურთი

11:45 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლავესის იტალიაში უნდა

არგენტინელმა თავდამსხმელმა ეზეკიელ ლავესიმ შეიძლება “პარი სენ-ჟერმენი” დატოვოს. Tmw-ს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს სერია A-ში დაბრუნება სურს, სადაც 2007-2012 წლებში “ნაპოლის” რიგებში თამაშობდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ სურვილის გამო არ ჩქარობს ლავესი პარიზულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას. იტალიური გამოცემების ინფორმაციით კი, არგენტინელის შეძენით  “იუვენტუსი” და  “ინტერი” არიან  დაინტერესებულნი.

0.117129