ფეხბურთი

13:48 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლავესის ბიძა მოუკლეს

არგენტინაში, “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ესეკიელ ლავესის ბიძა მოუკლეს. არგენტინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, 60 წლის ხორხე ლავესი როსარიოში სათევზაოდ მიდიოდა, როცა თავს დაესხნენ და ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

“ჩვენი ბიძა 20 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე დადიოდა სათევზაოდ. დღევანდელ დროში მშვიდი ცხოვრება წარმოუდგენელია. ესეკიელი საშინელ მდგომარეობაშია. წარმოუდგენლად რთული პერიოდი გვიდგას. ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან ძალზე ახლოს იყვნენ. გვეგონა, ამგვარი შემთხვევები სხვებს ემართებოდათ და მკვლელობა ჩვენ არ შეგვეხებოდა”, - განაცხადა ფეხბურთელის ძმამ დიეგო ლავესიმ. 

 

0.115622