“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ესეკიელ ლავესის აგენტმა კატეგორიულად უარყო ფეხბურთელის სტამბოლის “გალათასარაიში” შესაძლო გადასვლის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ხმები. აგენტის განცხადებით, ეს ინფორმაცია ჟურნალისტების მიერ დაწერილი ზღაპარია და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
არგენტინელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში პსჟ-ს მაისურით 42 თამაში ჩაატარა და თავი 11 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.