ფეხბურთი

13:32 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლავესი: “პსჟ “ჩელსისთან” ფავორიტია”

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ესეკიელ ლავესიმ ლონდონის “ჩელსისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა. არგენტინელი პსჟ-ს ორმატჩიან დუელში ფავორიტად მიიჩნევს.

“ჩელსი” დიდი კლუბია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით. პსჟ-ს არავისი ეშინია. რა თქმა უნდა, მეტოქეს პატივისცემით ვეკიდებით. ამ გუნდს დიდი მწვრთნელი ჰყავს, რომელის გუნდშიც ბევრი დიდი ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, წყვილში ფავორიტი პსჟ-ა”, - განუცხადა ლავესიმ “სკაი სპორტსს”.

შეგახსენებთ, რომ პსჟ “ჩელსის” ოთხშაბათს დაუპირისპირდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091182