ფეხბურთი

18:01 | 1.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაუდრუპი კატარში იმუშავებს

50 წლის დანიელი სპეციალისტი მიკაელ ლაუდრუპი კატარული “ლეხვიას” მთავარი მწვრთნელი გახდა. კატარელები ინფორმაციას ადასტურებენ, მაგრამ კონტრაქტის დეტალებს არ ახმაურებენ.

ლაუდრუპმა, ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ის მუშაობას რომელიმე დიდ კლუბში აპირებდა, ხოლო ასეთი წინადადების არარსებობის შემთხვევისთვის, მას ერთი არაევროპული გუნდის ვარიანტი ჰქონდა. როგორც ჩანს, დანიელი სწორედ “ლეხვიაზე” საუბრობდა.

0.162239