ფეხბურთი

15:40 | 7.08.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ლატვიის 21-წლამდელებში ფრანგიც გამოიძახეს

შეგახსენებთ, 14 აგვისტოს იურმალაში ლატვია-საქართველოს 21 წლამდელთა ამხანაგური მატჩი გაიმართება. ალექსანდრე ჩივაძეს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, ლატვიელთა მწვრთნელ დეინის კაზაკევიჩის მიერ გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის კი ერთი ფრანგია: 20 წლის იგორ რეი.

რეი რიგაშია დაბადებული და ბავშვობაში წავიდა საფრანგეთში, იქ გაიზარდა და “სოშოს” სარეზერვო გუნდში გამოდიოდა. რეიმ საფრანგეთის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშა. საერთოდ, ასეთი ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ევროპაში ყველაზე აქტიურად ნატურალიზებას სომხები მიმართავენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064633