ფეხბურთი

18:33 | 4.01.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ლასინა ტრაორე “მონაკოში” გადავიდა

კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლასინა ტრაორე მახაჩყალის “ანჟიდან” ფრანგულ “მონაკოში” გადავიდა. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება.

23 წლის ტრაორემ “მონაკოსთან” ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. კოტდივუარელი “ანჟიში” 2012 წელს კრასნოდარის “ყუბანიდან” გადავიდა და მახაჩყალურ კლუბში ჩატარებულ 46 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მონაკომ” შესაძლოა ტრაორე “ვესტ ჰემში” გაანათხოვროს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:06 | 20.05.2016
shakooo7 (2507)

მშვენიერი გოგოა არ გავს მოჭადრაკეს

10:27 | 20.05.2016
ogafa (10220)

წარმატებები

0.068252