ჭიდაობა

10:45 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლაშხმა და ქაჯაიამ მასპინძლების ძლევით დაიწყეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრიდან ორმა: რევაზ ლაშხმა (66 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს. გიორგი ცირეკიძემ (80 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა.

ლაშხი პირველ წრეში უზბეკ ბობირეკ ზაილობიდინოვს დაუპირისპირდა და 5:0 მოუგო. ქაჯაიამაც უზბეკ მეტოქეს – აბრორბეკ მამასოლიევს აჯობა – 10:3, ხოლო ცირეკიძე გერმანელ პასკალ ეიზელთან პირველსავე წრეში სუფთად დამარცხდა.

 

ვასილ მშვილდაძე

0.116536