საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საუკეთესო შემთხვევაში ერთ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს.
66 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხი მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან 0:5 დამარცხდა და ძირითად ბადეში გამოსვლა დაასრულა. რეპეშაჟის გზა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეხსნება, თუ ალიევი ფინალში გავა.
დღესვე ქართული დროშის ქვეშ გიორგი ცირეკიძემ (80 კგ) და იაკობ ქაჯაიამაც (130 კგ) იჭიდავეს, მაგრამ წინასწარ შეხვედრებშივე წააგეს და უკვე მათმა მძლეველებმაც დაასრულეს ოქროზე ფიქრი.
ჰასან ალიევი ნახევარფინალში სერბ დავორ შტეფანეკს დაუპირისპირდება.
ვასილ მშვილდაძე