კალათბურთი

21:57 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა კეშელავა მალე ისევ “ბათუმი-რსუ”-ში ითამაშებს

 

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საკალათბურთო სკოლის აღზრდილი, სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპორტსმენი, ფორვარდი ლაშა კეშელავა (28.01.80, 200 სმ, 97 კგ) კარიერას ისევ მშობლიურ კლუბ “ბათუმი-რსუ”-ში გააგრძელებს.

ახალი 2013-14 წლების სეზონის დაწყების წინ, ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა “შსს აკადემიამ” კეშელევას თავისთან უხმო, ისიც დათანხმდა და “ძალოვნებთან” ერთად რამდენიმე კვირა ივარჯიშა.

“შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად სერბი სპეციალისტის დრაგან პეტრიჩევის მოსვლის შემდეგ, კეშელევასთან ერთად გუნდიდან კიდევ ერთი ახალწვეული გიორი ყველაშვილი და გუნდის წევრი მიხეილ ჩიტაშვილი დაითხოვეს. რა გახდა აღნიშნული სპორტსმენების გუნდიდან დათხოვნის მიზეზი, განმარტებისათვის “მსოფლიო სპორტი” “შსს აკადემიას” სპორტულ დირექტორ ლევან მიქაბერიძეს დაუკავშირდა: “შსს აკადემიამ” 10-დღიანი შეკრება გაიარა თურქეთის ქალაქ იზმირში, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. აღნიშნული შეკრების დასრულების შემდეგ, კეშელავამ, ყველაშვილმა და ჩიტაშვილმა ვერ დააკმაყოფილეს მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები და მან ისინი გუნდიდან ამიტომ დაითხოვა.”

ყველაშვილი კარიერას “რუსთავში” აგრძელებს, რაც შეეხება ჩიტაშვილს ჯერჯერობით მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

0.11756