ლატვიის ჩემპიონატში რიგის "სკონტომ" გასვლაზე 3:0 სძლია მეტა-ს და აქედან ერთი გოლი მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა. მან 45-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ტრავმირებული ირაკლი კლიმიაშვილი და ჯემალ ჯალიაშვილი კი მინდორზე არ გამოჩენილან.
ეს დვალის მესამე გოლია მიმდინარე სეზონში. ლაშა 19 წლისაა და როგორც იცით, საქართვლოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.
თამაზ პერტიას გაწვრთნილი "სკონტო" ლიდერობს ჩემპიონატს, 10 ქულით უსწრებს "ვენტსპილსს", სადაც თორნიკე თარხნიშვილი თამაშობს. თუმცა, თარხნიშვილის გუნდს 2 მატჩი მარაგში აქვს.
გერმანიის მესამე ლიგაში აკაკი გოგიას "ჰალეშერმა" სტუმრად 4:0 სძლია ლუკა ჰუფნაგელის "უნტერჰახინგს". ორი გოლი გოგიამ გაიტანა, რომელიც როგორც იცით, გერმანიის მოქალაქეა. მან რიგით გუნდის რიგით მეორე და მესამე გოლები მიითვალა. ჰუფნაგელი სათადარიგო იყო ამ მატჩში.
საინტრესოა, რომ "უნტერჰახინგი" მსამე ადგილზეა, "ჰალეშერი" კი მეთერთმეტეზე.
აკაკი გოგია