ფეხბურთი

14:27 | 21.01.2014 | ნანახია 690 - ჯერ

ლაშა ჯაფარიძემ “ტირასპოლთან” გააფორმა

28 წლის ქართველმა მცველმა ლაშა ჯაფარიძემ მოლდოვურ “ტირასპოლთან” კონტრაქტი გააფორმა. ეს კლუბი მიმდინარე სეზონში მეორე ადგილზეა, თუმცა საჩემპიონო ამბიცია არ აქვს – იქ “შერიფია”, რომელიც 11 ქულით უსწრებს ჯაფარიძის ახალ კლუბს.

ჯაფარიძე საქართველოში “ვიტ ჯორჯიასა” და “მეტალურგში” თამაშობდა, 2010 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა ვიტელთა შემადგენლობაში. ასევე, ერთხელ თასი და ორჯერ სუპერთასიც მოუგია. ლაშა უფრო ხშირად მარცხენა მცველად თამაშობს, თუმცა მარჯვნივაც არაერთხელ დაუყენებიათ.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:46 | 18.12.2022
zviadi-shxefi (6306)

ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო, ყოჩაღ ხორვატებს!

13:45 | 18.12.2022
zviadi-shxefi (6306)

ეს ახალგაზრდა და პატარა ქვეყანა უკვე სამჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში!

11:43 | 18.12.2022
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

საფრანგეთთან ფინალში სავარაუდოთ წაგებას და ცრემლების ღვრას, ამათთვის ესე პოზიტიურათ დამთავრება ჯობდა

0.062059
690