ფეხბურთი

14:46 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლასანა დიარა “ანჟიში” დარჩა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მახაჩყალის “ანჟის” ხელმძღვანელობამ, 28 წლის ფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა, მაინც დაითანხმა და გუნდში დატოვა, საამისოდ კი ხელფასი გაუზარდა. დიარა წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსებისა სხვადასხვა პრემიალურების გარეშე. აქამდე, მისი ხელფასი წელიწადში 3,5 მილიონს შეადგენდა.

“ანჟიდან” სხვაგან გადასვლის სურვილი დიარამ პირველად გუნდიდან მისი მეგობრის, რობერტო კარლოსის წასვლის შემდეგ გამოთქვა, ხოლო ახლახან მწვრთნელ გუს ჰიდინკის გადადგომამ, ეს სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერა. მის ახალ კლუბად ფრანგულ ელიტაში აღზევებულ “მონაკოს” მიიჩნევდნენ, თუმცა ის მაინც მახაჩყალაში დარჩა. შეგახსენებთ, რომ დიარა “ანჟიში” მადრიდის “რეალიდან”, 2012 წლის სექტემბერში გადავიდა.


 

0.123686