კალათბურთი

22:20 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლარი სანდერსი ნბა-მ 50000 დოლარით დააჯარიმა

"მილუოკი ბაქსის" ცენტრალური თავდამსხმელი ლარი სანდერსი, მსაჯების მიმართ უტაქტო გამონათქვამების გამო, ნბა-ს სადისციპლინო კომიტეტმა 50000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა - იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.

"მაიამისთან" დაპირისპირებისას მეოთხე მეოთხედის ბოლოს, მატჩის არბიტრებმა ლარი სანდერსი პერსონალური ფოლით დასაჯეს, რადგან მან ძალზედ უხეშად ჩაარტყა ხელში ფლორიდული კლუბის ლიდერ ლებრონ ჯეიმსს. "ბაქსის" კალათბურთელმა თავის მართლება დაიწყო და ამან რომ არ გაჭრა, შემდეგ უდიერად მოიხსენია მსაჯები, რისთვისაც იგი მყისიერად მიაბრძანეს გასახდელში ტექნიკური ფოლების სიმრავლით. შეხვედრის დასრულების შემდეგაც სანდერსი სახალხოდ აკრიტიკებდა არბიტრთა გადაწყვეტილებას, რისთვისაც მიიღო კიდეც ფულადი ჯარიმა.

0.114831