ფეხბურთი

12:01 | 23.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდს “ჩელსიში” თამაში კიდევ 3 წლით სურს

 

ლონდონის “ჩელსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა კიდევ 3 წლის განმავლობაში სურს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მთავარი კლუბის ხელმძღვანელობის სიტყვაა.

“მინდა, “ჩელსიში” რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე. კონტრაქტი მხოლოდ წელიწადით გავახანგრძლივე, მაგრამ ვისურვებდი, აქ მომდევნო 3 წელიც გამეტარებინა. “არისტოკრატებში” თამაში მსიამოვნებს. კლუბთან და გულშემატკივრებთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იოლი იყო, მაგრამ დიდი დრო მოითხოვა. “ჩელსის” ხელმძღვანელობას წინსვლა სურს და მინდა, მიზნების მიღწევაში დავეხმარო. 250 გოლი? ცხადია, არ გამოვრიცხავ. თუკი “ჩელსიში” კიდევ 3 წელიწადი ვითამაშებ, ვფიქრობ, გოლებიც იქნება”, - განუცხადა 34 წლის ინგლისელმა The London Evening Standard-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.793801