ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, უკრაინასთან სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრით კმაყოფილია. გუშინ ჩატარებული შეხვედრა ლამპარდისთვის საიუბილეო – მე-100 იყო ეროვნული გუნდის მაისურით.
“ჩემთვის ეს თამაში გამორჩეულად საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნო იყო. მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლებმა აქტიურად შემოგვიტიეს. ცხადია, მოგება გვინდოდა, მაგრამ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ფრე ინგლისის ნაკრებისთვის სასურველი შედეგი იყო. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული” – უთხრა ლამპარდმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას.