გასულ კვირას "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა ფერნკ ლამპარდმა ყოფილ გუნდს ლონდონის "ჩელსის" რომ გაუტანა სიახლე აღარაა, თუმცა ინგლისელის გოლმა უგანდაში გულშემატკივარი იმსხვერპლა.
ვინმე უგანდელი ფაჰად მუსანა, რომელიც ადგილობრივი კლუბის 24 წლის "სიმბას" მცველი გახლდათ და ამავდროულად "ჩელსის" გადამკვდარი გულშემატკივარი, "ქალაქელებისა" და "არისტოკრატების" დაპირისპირების დროს, ლამპარდის მიერ გატანილ გოლზე ინერვიულა და გულმა უმტყუნა.
თვით ლონდონშიც კი არ განუცდიათ ისე ფრენკის გოლი, რომ ვინმეს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შექმნოდა ან გარდაცვლილიყო, თუმცა უგანდელმა გულშემატკივარმა ამ ფაქტს ვერ გაუძლო.
თავად ლამპარდმა მატჩის შემდეგ კი განაცხადა, გულშემატკივრებმა კარგად მიმიღესო, მაგრამ ის კი არ იცოდა, უგანდაში ერთ-ერთ თავგადაკლულ ქომაგს რა მოუვიდა.
გიორგი ბალახაძე