ფეხბურთი

16:43 | 13.02.2013 | ნანახია 374 - ჯერ

ლამპარდი საბავშვო წიგნებს დაწერს

ლონდონის “ჩელსის” ვეტერანი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი საბავშვო წიგნების დაწერას აპირებს. BBC-ის ცნობით, 34 წლის ინგლისელმა კონტრაქტი გამომცემლობა Little Brown Book Group-თან გააფორმა. ამგვარად, ლამპარდი 5 საბავშვო წიგნს გამოუშვებს. 

ლამპარდი მკითხველს თავის თავზე, მეგობრებზე, თანაკლასელებზე და საყვარელ ძაღლ “მაქსიზე” ისტორიებს მოუყვება. წიგნები 5 წლის ზევით მყოფ ბავშვებზე იქნება გათვლილი. 
პირველი ტომი – “ფრენკი მეკობრეების წინააღმდეგ”, ივნისში გამოვა. 2013 წელს კიდევ 2 წიგნის პრეზენტაცია შედგება, უკანასკნელ 2 ტომს კი, 2014 წელს ელიან. 
“იდეა ფრენკზე და გიგანტურ ბურთზე თავში მაშინ მომივიდა, როცა ჩემს შვილებს ზღაპრებს ვუკითხავდი. ჩვენს ოჯახში სპორტი და წიგნები მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, წიგნების დაწერა თავად გადავწყვიტე”, - განაცხადა ლამპარდმა.

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:31 | 14.02.2013
zura222 (23)

rogori fexburtelic aris iseti pirovnebaa... dzalian magari kacia.. SUPER FRANK LAMPARD... LEGEND...

00:42 | 14.02.2013
nickgreek (121)

Magari kacia!!!
Supper frenky!!!

0.132839