ფეხბურთი

16:18 | 24.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი ნაკრებიდან წასვლას არ ჩქარობს

 

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ეროვნული ნაკრებიდან წასვლას არ ჩქარობს. ბრიტანული მედიის ვარაუდით, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ლამპარდისთვის ნაკრებში უკანასკნელი უნდა ყოფილიყო.

“არ ვიცი, დავასრულებ თუ არა სანაკრებო კარიერას. მუნდიალის შემდეგ, სახლში ჩავალ და გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემი პირადი მომავალიც გადასაწყვეტი მაქვს. ახლა, ამაზე ფიქრის დრო არაა”, - განუცხადა ინგლისელმა “სკაი სპორტსს”.

ინგლისის ნაკრები წლევანდელ მუნდიალზე უკანასკნელ მატჩს დღეს, კოსტა რიკის ნაკრებთან ჩაატარებს. ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბი ლამპარდის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას გეგმავს.

0.11828