მიუნხენის “ბაიერნის” ტრავმირებული ლიდერები – ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი ვარჯიშს ოთხშაბათს განაახლებენ. ამის შესახებ თავად გერმანელებმა განუცხადეს “რეკორდმაისტერის” ოფიციალურ საიტს.
შვაინშტაიგერი: “ახლა ყველაფერი შედარებით უკეთაა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი თამაში ეჭვქვეშ არ დგას. ამ თემაზე ნუ იღელვებთ”.
ლამი: “საქმე არც ისე ცუდადაა. ვფიქრობ, ოთხშაბათიდან ვარჯიშს დავიწყებ”.
მიუნხენელი ექიმების თქმით, შვაინშტაიგერიც ოთხშაბათიდან შეუდგება ვარჯიშს. აქვე გეტყვით, რომ ლამი “დორტმუნდთან” გერმანიის თასის ფინალურ მატჩში (2:0) დაშავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ტრავმა სერიოზული არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
რონალდუ ფრთხილად იყავი რეალის გულისთვის მსოფლიო არ გამოგატოვებინონ ატლეტიკოს ბიჭებმა, გირჩევნია შეეშვა არ ღირს...
გვარდიოლა რეალის ფინალში გასაყვანად ჩამოდი მიუნხენში ?! წადი რა ბარსელონას მიხედე, გვაცალეთ ჩვენ გერმანული ფეხბურთის თამაში, რომლითაც რაულის, ზიდანის, კარლოსის, რონალდოს და სხვა ნამდვილ ვარსკვლავთა რეალი დაცემულა მიუნხენში ყოველთვის, ეგრეა ეგრე...