გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონობა სურს.
"ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, მუნდიალზე კარგად უნდა ვიასპარეზოთ - ჩემპიონები გავხდეთ. არ მინდა კვლავ ნახევარფინალში გამოვეთიშოთ ტურნირს. ბრაზილიაში გასარუჯად ნამდვილად არ მივდივარ." - განუცხადა Bild-ს ლამმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე ნავსის გატეხვის შანსი ექნება.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უპატრონო ძაღლივით გააგდეს ამხელა ლეგენდა კაცი კლუბისთვის (შააფზე მაქ საუბარი) კი იხდიან ახლა ცოდვებისთვის.