არგენტინელმა შემტევმა ერიკ ლამელამ განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონაში” თამაშის შანსი ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება იტალიური “რომას” სასარგებლოდ მიიღო.
“ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ “რომა” ვამჯობინე და ამას არც ვნანობ. არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუკი კატალონიურ გუნდში ვითამაშებდი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაში მინდა და ამისათვის “რომა” იდეალური ვარიანტია. კარგი სათამაშო ფორმა უნდა შევინარჩუნო და ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ხშირად მომეცემა”, - განუცხადა ლამელამ Football Italia-ს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ლამელა “რომას” საუკეთესო ბომბარდირია. იტალიის ჩემპიონატში, არგენტინელის ანგარიშზე 12 გოლია.