Goal.com-ის ცნობით, "რომას" არგენტინელი ფეხბურთელი ერიკ ლამელა "ტოტენჰემში" გადავიდა. ლონდონურ კლუბს ლამელას ტრანსფერი 30 მილიონი გირვანქა დაუჯდება. 21 წლის ფეხბურთელი ლონდონში დღეს ჩაფრინდება.
მოლაპარაკების თანახმად, ერიკ ლამელა კვირაში 65 000 გირვანქას მიიღებს და "დეზებთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 21 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემთან" კონტრაქტს 48 საათში მოაწერს ხელს.
"ტოტენჰემისთვის" ლამელას ტრანსფერის რეკორდული საფასური პაულინიოსა და სოლდადოს შემდეგ მესამე იქნება.
გიორგი ბალახაძე