იტალიური “რომას” შემტევი ერიკ ლამელა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. Goal.com-ის ცნობით, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს აქვს და თუ ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, არგენტინელი “ჯალოროსიში” 2018 წლამდე დარჩება.
“რომას” სწორედ ამ პერიოდით სურს ლამელას შენარჩუნება, თავად ფეხბურთელი კი, ხანგრძლივ კონტრაქტზე უარს არ ამბობს. ახალი ხელშეკრულების ძალით, სამხრეთამერიკელის ყოველკვირეული ანაზღაურება 42 ათასიდან 60 ათას ევრომდე გაიზრდება.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 21 წლის ლამელამ 28 მატჩი ჩაატარა და 14 გოლით გამოიჩინა თავი.