ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ერიკ ლამელა ზაფხულის სატრანსფერო სეზონში იტალიაში დაბრუნებას გეგმავს. “დეილი მეილის” ცნობით, 22 წლის არგენტინელს ნისლიან ალბიონზე დაბრუნება გაუჭირდა და სერია A-ში დაბრუნება გადაწყვიტა.
არაა გამორიცხული, ლამელა ისევ “რომაში” დაბრუნდეს, საიდანაც “ტოტენჰემმა” არგენტინელი 30 მილიონ ევროდ შეიძინა. “ჯალოროსი” თავის ყოფილ ფეხბურთელში 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის. “რომას” გარდა, სამხრეთამერიკელის სამსახურით ტურინის “იუვენტუსიცაა” დაინტერესებული.
ცნობისათვის, ტრავმების გამო, ლამელამ ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოასწრო. არგენტინელი ახლაც ლაზარეთშია და სეზონის ბოლომდე უქმობა მოუწევს.