რომის “ლაციო” მადრიდის “რეალის” შემტევის – ხესე როდრიგესის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.
არაა გამორიცხული, რომაელებმა მადრიდელი გარემარბი წელიწადიანი იჯარით აიყვანონ და მისი გამოსყიდვა მომდევნო სეზონის ბოლოს სცადონ. სავარაუდოდ, ხესე მომდევნო სეზონის დიდ ნაწილს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს და დიდი ალბათობით, კლუბის შეცვლას თავად ესპანელიც მოისურვებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ხესე მომდევნო სეზონის სტარტს გამოტოვებს.