რომის “ლაციოს” ვეტერანი ნახევარმცველი სტეფანო მაური გუნდს უბრუნდება და ის ევროპის ლიგაზე, “შტუტგარტთან” გასამართ მატჩში სათამაშოდ მზადაა.
ფეხის კუნთის ტრავმის გამო, რომაელთა კაპიტანი მოედანზე 9 თებერვლის შემდეგ არ გამოსულა. გუშინ, 33 წლის ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და ექიმებისგან ხვალ გასამართ მატჩში მონაწილეობის უფლებაც მიიღო.