ფეხბურთი

16:46 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” ლაზარეთი ცარიელდება

რომის “ლაციოს” სამედიცინო შტაბმა, იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “სასუოლოსთან” გასამართი მატჩის წინ ნაყოფიერად იმუშავა და გუნდის ოთხი მცველი ფეხზე დააყენა.

დღეს გვიან ღამე გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ტრავმამოშუშებული პედრო ლუის კავანდა, ანდრე დიასი, ჯუზეპე ბიავა და აბდულაი კონკო.

მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ედოარდო რეიას ტრავმების გამო სამი ფეხბურთელი მაინც დააკლდება. პორტუგალიელები - თავდამსხმელი ელდერ პოშტიგა და ნახევარმცველი ბრუნო პერეირინიუ მკურნალობას განაგრძობენ. “არწივებს” დააკლდება ბრაზილიელი ნახევარმცველი ედერსონი, რომელიც მოედანზე კიდევ დიდი ხანი ვერ დაბრუნდება.

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ - სერია A-ში “კატანიასთან” და ევროპის ლიგაზე ბულგარულ “ლუდოგორეცთან”, რეია და მისი შეგირდები სერიოზული წნეხის ქვეშ მოექცნენ და ამიტომ, “სასუოლოსთან” გამარჯვება მათთვის აუცილებელია.

0.111211