რომის “ლაციოს” გულშემატკივრები თავიანთი გუნდისგან “იუვენტუსთან” გასამართ საშინაო შეხვედრაში წაგებას ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
ამ ერთი შეხედვით უცნაური მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ “ლაციოს” პრინციპული მეტოქე, ასევე რომაული “რომა” მე-2 ადგილზე იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ სერია A-ს მომდევნო ტურში “იუვემ” წააგო, ხოლო “ჯალოროსიმ” “ვერონა” დაამარცხა, პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 5 ქულამდე შემცირდება.