უახლოეს პერიოდში, რომის “ლაციო” ბრაზილიელი ერნანესის გაყიდვას არ გეგმავს. ამის შესახებ რომაელთა სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ განუცხადა Corriere dello Sport-ს.
“არასტაბილურობის მიუხედავად, ერნანესი ჩვენი გუნდის საკვანძო ფიგურად რჩება. საკმარისია, გავიხსენოთ მისი გოლები და ამაში თავადაც დარწმუნდებით. მასთან ან მის აგენტთან ყოველი შეხვედრისას ვრწმუნდები, რომ ბრაზილიელი “ლაციოში” თავს ისე გრძნობს, როგორც თავის სახლში. არავინ იცის, რა გველის მომავალში და ვინ სად ითამაშებს. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში, ერნანესი კლუბს არ შეიცვლის. რამდენად ახლოს ვართ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან? არც ახლოს და არც შორს”, - განაცხადა ტარემ.
ცნობისათვის, ერნანესს “ლაციოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბასკები წინ!
სანმამესი საიდან მოიტანეთ ანოეტაზე თამაშობს ბილბაო სანამ ახალი სტადიონი დამთვარდება
თამაში სოსიედადის სატდიონზე "ანოეტაზე" გაიმართა "სან მამესზე" კი არა....
jofrey
)
ოსასუნა არ არის ბასკური გუნდი და ძალით დაეწერათ?
ხო მარა ხშირად მაგენსაც ბასკებად თვლიან იმიტო რო ნავარაშიც უმეტესობა ბასკებია
,,ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს" - თქვენი აზრით ოსასუნა კატალონიის ან კასტილიის გუნდია? თუ ოსასუნა ბასკეთის წარმომადგენლად აღარ ითვლება?
მე როგორც ვიცი ბასკებს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავთ ბილბაო და სოსიედადი...
)
ოსასუნა პამპლონის გუნდია, ბასკეთის მეზობელი ნავარას პროვინციიდან... მართალია ბასკეთი არაა, მარა ძირითადად იქაც ბასკები ცხოვრობენ