ფეხბურთი

23:04 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ლაციომ“„რომას“ თასი და ევროპის ლიგის საგზური არ დაუთმო

რომაულ დერბიში მოგების წყალობით, „ლაციო“ იტალიის თასსა და ევროპის ლიგის საგზურს ერთდროულად დაესაკუთრა. „რომასთან“ გამართულ შეხვედრაში, ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს გამარჯვება სენად ლულიჩის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა.

აქამდე, იტალიის თასის ფინალში დერბი 2-ჯერ იყო გამართული. ტურინული (1938) და მილანური (1977) დაპირისპირებების შემდეგ, რომაული დერბის დროც დადგა.

„ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში იმ გუნდმა იმარჯვა, რომელმაც უფრო მეტად მოინდომა. როდესაც საქმე „დერბი დელა კაპიტალესთან“ გვაქვს, მონდომებაზე საუბარი უხერხული კია, მაგრამ ამ შემთხვევაში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „რომას“ ფეხბურთელები სათანადოდ მოტივირებულნი და მობილიზებულნი არ იყვნენ.

„ლაციოს“ უპირატესობით წარმართულ თამაშში ანგარიში 71-ე წუთზე გაიხსნა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოში შესულმა კანდრევამ კარის გასწვრივ ჩააწოდა. მართალია, ტრავმირებული სტეკელენბურგის ნაცვლად მოთამაშე ლობონტი ბურთს შეწვდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შორეულ ძელთან მყოფმა ლულიჩმა ცარიელი კარი დალაშქრა.

„რომა“ ამის შემდეგ გააქტიურდა და დაახლოებით ერთ წუთში, მარკეტის კარი ძელმა იხსნა. თუმცა, „ჯალოროსის“ მცდელობამ შედეგი არ მოიტანა და „რომამ“ ხელიდან გაუშვა შანსი, გამხდარიყო პირველი გუნდი, რომელიც იტალიის თასს მეათედ მოიგებდა. „ლაციომ“ კი, ამ ტურნირზე გამარჯვებას მეექვსედ მიაღწია.

 

რომა-ლაციო 0:1 (0:0) 

რომი, “ოლიმპიკო

რომა (4-2-3-1): ლობონტი, მარკინიოსი, ბურდისო, კასტანი, ბალძარეტი (ოსვალდო 76), ბრედლი, დე როსი, ლამელა, ტოტი, მარკინიო (დოდო 82), დესტრო.

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.

ლაციო (4-5-1): მარკეტი, კონკო, ბიავა, კანა, რადუ, კანდრევა, ონაზი (სიანი 90+1), ლედესმა (მაური 54), ერნანესი (გონსალესი 84), ლულიჩი, კლოზე.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლი: 0:1 ლულიჩი (71).

გაფრთხილებები: ბალძარეტი 11, მარკინიო 26, ბურდისო 87, ტოტი 90+1 - ლედესმა 1, ერნანესი 32, კლოზე 39, ლულიჩი 75.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (6)-11 (5), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 0-3, სეივი: 4-7, ჯარიმა: 22-27.

თეგებირომალაციო
0.31729