ფეხბურთი

14:18 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” მწვრთნელის დათხოვნა უარყო

რომის “ლაციომ” უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ატალანტასთან” 1:2 მარცხის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

“გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პეტკოვიჩმა თანამდებობა დატოვა, არანაირი საფუძველი არ გააჩნია” - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს პეტკოვიჩის სინიშა მიხაილოვიჩით შეცვლის ალბათობას, რომელიც ამჟამად სერბეთის ნაკრენს ავარჯიშებს. “ლაციოს” 8 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი უკავია.

0.116227