ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა, რომლის სატრანსფერო უფლებებიც “ლაციოსა” და “უდინეზეს” შორის იყო გადანაწილებული, ამიერიდან სრულფასოვანი რომაელია.
27 წლის ფეხბურთელი აგერ უკვე ორწელიწად ნახევარია “არწივების” ღირსებას იცავს და ამ გუნდის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, “ლაციოს” ხელმძღვანელობამ მხოლოდ ახლა გადადგა ნაბიჯი და ანტონიოს უფლებების 100 პროცენტის მფლობელი გახდა. ამისათვის “ლაციომ” 9 მილიონი ევრო გადაიხადა.
Football Italia-ს ცნობით, “ლაციო” “უდინეზესთან” სატრანსფერო გარიგებებზე მოლაპარაკებას განაგრძობს და მზადაა სერბი მცველის - დუშან ბასტას სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამბობენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.







