ფეხბურთი

14:05 | 17.09.2013 | ნანახია 1021 - ჯერ

“ლაციომ” ერნანესი არ დათმო

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, რომის “ლაციოს” ნახევარმცველ ერნანესს “ნაპოლი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ტრანსფერი მისმა კლუბმა ჩაშალა. ამის შესახებ რომაელთა პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ განუცხადა იტალიელ ჟურნალისტებს.

“ზაფხულში, “ნაპოლიმ” ერნანესის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მოგვმართა, მაგრამ შემოთავაზებული თანხა ფეხბურთელის რეალურ ღირებულებას არ ასახავდა. ნეაპოლელთა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ბრაზილიელს არ ვყიდიდით. “ნაპოლიში” გადასვლა დიდად არც ერნანესს სურდა”, - განაცხადა ლოტიტომ.

აღსანიშნავია, რომ ერნანესის გადაბირება კიდევ რამდენიმე კლუბს სურდა, მაგრამ საბოლოოდ, ბრაზილიელი რომში დარჩა.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:36 | 17.09.2013
laciosErtguli (3640)

ლოტიტო ეს არ გაყიდო და ლულიჩი გააჩუქე თუ გინდა.

15:33 | 17.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

ამ ნაპოლიმ და ტოტენჰემმა თავზე გადაიჟვეს რა წავიდა კავანი და ააწყო ბენიტესმა ახალი გუნდი კავანის ფასში წავიდა ტოტენჰემიდან ბეილი და ააწყო მაგის ფასში ახალი გუნდი

14:41 | 17.09.2013
gogga78 (901)

მაგარი ფუტბალისტია, ესეც რო გაეშვათ ძაან გაუჭირდებოდათ წელს.

0.116201