გლაზგოს “სელტიკის’’ თავდამსხმელი გეორგიოს სამარასი რომის “ლაციოს’’ ინტერესთა არეალში მოექცა. “დეილი რეკორდთან’’ საუბრისას ,,ლაციოს’’ ალბანელმა სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ სამარასის გადაბირების სურვილი დაადასტურა.
“სამარასის თამაში ძალიან მოგვწონს, პირველად მისი გადაბირებით 4 წლის წინ დავინტერესდით, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. ამჟამად კვლავ გაგვიჩნდა გეორგიოსის გადაბირების სურვილი’’ - განცხადა ტარემ.
“შემდეგ კვირაში დავსხდებით კლუბის მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ პეტკოვიჩთან ერთად და ვისაუბრებთ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ, ამის შემდეგ დავიწყებთ აქტიური ნაბიჯების გადადგმას’’ - დაასრულა ალბანელმა.
სამარსს შოტლანდიურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენი ფეხბურთელის გადაბირების სურვილი, “ლაციოს’’ გარდა, “ჰალ სიტისა’’ და “ტორონტოს’’ აქვთ.
სამარსმა სამშობლო 15 წლის ასაკში დატოვა და “ჰერენვენის’’ საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერაც ამავე კლუბში დაიწყო. შემდეგ იცავდა “მანჩესტერ სიტის’’ ღირსებას, 2008 წელს კი ინგლისი დატოვა და იმ დროიდან გლაზგოური კლუბის ფეხბურთელია.
დიმიტრი შარიქაძე