ფეხბურთი

16:30 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” კლოზეს ვერ ელევა

 

რომის “ლაციოს” ხელმძღვანელობა თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. 35 წლის გერმანელმა უკვე არაერთგზის განაცხადა, რომ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და თამაშს გერმანიაში გააგრძელებს, მაგრამ რომაელები მაინც იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელს აზრს შეაცვლევინებენ, თუკი აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აწარმოებენ და შემადგენლობას საგრძნობლად გააძლიერებენ.

“ლაციო” სერია A-ში 27 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-8 ადგილზეა. კლოზემ კი 20 თამაში ჩაატარა და თავი 6 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

0.116148