ფეხბურთი

12:04 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” ილმაზს არ ეშვება

რომის “ლაციო” სტამბოლის “გალათასარაის” შეტევის ლიდერ ბურაკ ილმაზის ხელში ჩაგდების მცდელობას არ ეშვება.

აგვისტოს შუა რიცხვებში იტალიელებმა ერთხელ უკვე მიმართს თურქებს ფეხბურთელის ტრანსფერის სურვილით. მაშინ “არწივებმა” “ლომებს” 300 ათასი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის ერთწლიანი არენდით წაყვანა შესთავაზეს სამომავლოდ 8,7 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის პერსპექტივით. რაღა თქმა უნდა, თურქეთის ჩემპიონისგან უარი მიიღეს.

მიუხედავად ამისა, რომაელები დანებებას არ აპირებენ და Sky Italia-ს ცნობით, მათ “გალათასარაის” გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეს, რომლის დეტალებიც ჯერ არ ხმაურდება. წყარომ დაადგინა, რომ ახალი წინადადების თანახმად, “არწივების” მიერ შეთაბაზებულ და თურქების მიერ მოთხოვნილ თანხას შორის სხვაობა 4 მილიონი ევროა.

ილმაზმა თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის 27 მატჩში 24 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.11879