ფეხბურთი

12:46 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” გაბიადინით დაინტერესდა

რომის “ლაციომ” იანვრის სატრასფერო პერიოდის პრიორიტეტები ჩამოწერა და გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ედუარდო რეაია, ზამთარში მცველისა და თავდამსხმელის შეძენას გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თავდამსხმელის შემთხვევაში, “ლაციოს” პრიორიტეტი “სამპდორიას” 22 წლის ფორვარდი მანოლო გაბიადინია.

თუ გაბიადინი რომში გადასვლაზე უარს იტყვის, ამ შემთხვევისთვის, “არწივებს” სათადარიგო ვარიანტიც აქვთ - “მაინციდან” მაქსიმ ჩუპო-მოტინგას შეძენას ეცდებიან.

“სამპდორიას” თავდამსხმელმა, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.123816