ფეხბურთი

18:44 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

La Stampa: ვიდალი “მანჩესტერ იუნაიტედს” პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა

იტალიური La Stampa იუწყება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ. გამოცემის ინფორმაციით, ჩილელი ფეხბურთელი წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.

თუმცა, ჯერჯერობით ინგლისური და იტალიური კლუბები სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ფასზე ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ. გასულ შაბათს, კიდევ ერთ იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი წერდა, რომ ინგლისელები მზად არიან ვიდალში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.  

27 წლის ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წელს გერმანული “ლევერკუზენიდან” გადავიდა და იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 95 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ის ჩილეს ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან თამაშობს და 54 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.

0.116882