ფრანგულ პრესაში, პსჟ-ს მომავალთან დაკავშირებით ცნობების გავრცელება არ წყდება. La Parisien-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის, რომელსაც თვალი კლუბიდან წასვლისკენ უჭირავს, არსენ ვენგერი შეცვლის.
ბოლო დროს, ევროპული პრესა მტკიცებით ფორმაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჟოზე მოურინიო “ჩელსის” შეუთანხმდა, ხოლო კარლო ანჩელოტი პორტუგალიელის ამჟამინდელ კლუბს – მადრიდის “რეალს”. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, პსჟ უმწვრთნელოდ რჩება და ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, სწორედ პარიზული კლუბის დამრიგებლობას უპირებენ არსენ ვენგერს.